სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტი ჩმი საყვარელი ზღაპარი-ის სურათის შედეგი


1.      პროექტის სახელწოდება:   „ჩემი საყვარელი ზღაპარი“.

2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1 – 2 წინადადებით:  მოსწავლეები ამ პროექტის საშუალებით სიღრმისეულად გააცნობიერებენ ზღაპარს, როგორც ლიტერატურის ერთ–ერთ ჟანრს, განასხვავებენ ხალხურ და ლიტერატურულ ზღაპარს, გამოხატავენ წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებსა და განცდებს, შეაფასებენ საყვარელ პერსონაჟებს, შეძლებენ საღ მსჯელობას,  ჯგუფის სხვადასხვა წევრებთან თანამშრომლობას.

3.      პროექტის აქტუალობა:     პროექტი უკავშირდება  ზღაპრის პოპულარობას, ხალხური და ლიტერატურული ზღაპრების შედარებას.

4.      პროექტის  მიზანი:  მოსწავლეები შეისწავლიან რა არის ზღაპარი, გაიგებენ რა განსხვავებაა ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის.

5.      მონაწილეთა ასაკი:    12 წელი.

6.      ვადები/ხანგრძლივობა:   2 კვირა.

7.    მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შედეგი მიღწეულია, თუ  მოსწავლე შეძლებს :   ზღაპრის, როგორც
 ლიტერატურის ჟანრის დამოუკიდებლად წაკითხვას  და გაგება-გააზრებას;
 განასხვავოს ლიტერატურული ზღაპარი ხალხური ზღაპრისაგან;  ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულები გამოხატვას; საყვარელი პერსონაჟის დასახელებას , საკუთარი არჩევანის ახსნას და თანაკლასელებისათვის გაზიარებას საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით პერსონაჟის შესახებ    ინფორმაციის მოპოვებასა და გადმოცემას;
მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტები:  პრეზენტაცია, ვენის დიაგრამა.

8.      პროექტისათვის საჭირო რესურსები:    ფორმატი; ფერადი   მარკერები; ფერადი ფანქრები; კომპიუტერი; პროექტორი;

9.      პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  პროექტის თემის გასაცნობად, მოსწავლეებს დავუსვამ  შეკითხვას ,,რატომ იგონებენ ზღაპრებს?,,  გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებენ. შემდეგ ასოციაციური კავშირების დახმარებით ვაფიქსირებთ ,,რა არის ზღაპარი?“ ეს დაეხმარება  მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში, გამოვავლენ მოსწავლეების დამოკიდებულებას და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორ წარმოდგენებს. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დაასახელონ მათთვის ნაცნობი ზღაპრები,  განვუმარტავ მოსწავლეებს, რომ პროექტის ფარგლებში გაეცნობიან ხალხურ და ლიტერატურულ ზღაპრებს. ვაჩვენებ ჩემ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას მეზღაპრეებზე, რათა წავახალისო, გააღვივო მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა და ინტერესი.   მივუთითებ  ბლოგს, სადაც განთავსებულია ქართული ხალხური და ლიტერატურული ზღაპრები, მეზღაპრის ბლოგი. ვთხოვ წაიკითხონ ზღაპრები ერთი კვირის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ კი უნდა დაასახელონ მათთვის საყვარელი ზღაპარი, წარმოადგინონ პრეზენტაციები.  ვაცნობებ მათ, რომ  პრეზენტაცია უნდა შექმნან, რომელშიც მოკლედ მიმოიხილავენ და  თანაკლასელებს გააცნობენ შერჩეულ ზღაპარს. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ.  პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას ვაძლევ.  პროექტის დასასრულს  ვიყენებ ვენის დიაგრამას,  ხალხური და ლიტერატურული ზღაპრის  შესადარებლად და შესაპირისპირებლად,  ვიმსჯელეთ, შევაჯამეთ პროექტს მოსწავლეების ნააზრევის ზოგადი შეკითხვის შესახებ: რატომ იგონებენ ადამიანები ზღაპარს?

10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა.

ქართ.III.6.   მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ.III. 7.    მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქარ.III. 9.      მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.    ქართ.III.12.    მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის          დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.

11.  პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):   ქეთევან აკობი

12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   qeti.akobia@gmail.com

13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  ist- qetiakobia.blogspot.com

No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა - ილია ჭავჭავაძე "მზიანი დღე"

მთავარი თემა ილია  ჭავჭავაძე  „ მზიანი დღე“ მნიშვნელობა / აქტუალობა მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაიგონ გა...