მთავარი
თემა
|
ილია ჭავჭავაძე „ მზიანი დღე“
|
მნიშვნელობა
/ აქტუალობა
|
მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაიგონ განათლების არსი.
|
მიზნები
და შედეგები
|
ქართ. IV.1 მოსწავლე განსაზღვრავს
საკომუნიკაციო ამოცანას და შესაბამისად წარმართავს სამეტყველო ქცევას.
IV.3 მოსწავლე
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
IV.4 მოსწავლე
იყენებს შესაბამის ენობრივ - გრამატიკულ საშუალებებს კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
IV.5 ინფორმაციის
მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად მოსწავლე იყენებს სხვადასხვა
სტრატეგიას.
IV.7 მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
წაკითხული ტექსტის მიმართ. ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
IV.10.
მოსწავლე ფლობს წერის საწყის სტრატეგიებს.
IV.12
მოსწავლე წერს შესწავლილი ტექსტის შინაარსს.
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუკავშირონ
მოთხრობა და თანამედროვეობა, იმსჯელონ, როგორ მიოქცნენ მსგავსს სიტუაციაში , ანუ
უპასუხონ კითხვას „ვინ ვარ მე“... შეადგინონ
კითხვები, მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი და როლური თამაშით წარმოაჩინონ ცოდნა და გაუზიარონ
აუდიტორიას.
|
ძირითადი
თემატური ერთეულები
|
გონებრივი იერიში; ვარაუდების გამოთქმა; პრეზენტაცია;
კითხვა - პასუხი
|
წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ი. ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ცნობები.
წაკითხული აქვთ ილიას ნაწარმოებები. ფლობენ დისკუსიის, პრეზენტაციის უნარებს.
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
ვიყენებ ინდივიდუალური შეფასების რუბრიკას ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, მარკერი, ფორმატი,
კომპიუტერი, პროექტორი, ცხრილის ნიმუში -„ ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ . ელექტრონული რესურსები.
www. Wikipedia.org. www.lib.ge
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
გამოწვევა (საფეხური A)
აქტივობა1.
ვავსებთ ასოციაციურ რუკას წიგნი.
(7 წუთი).
ამ თემაზე შესწავლილი ნაწარმოების გახსენების მიზნით
ჩავატარებ ასეთ სამუშაოს:
კლასს გავყოფ სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ ბარათებს, რომელზეც ამონარიდებია შესწავლილი ნაწარმოებიდან
გარკვეული
დავალებით.
ბარათი1.
„ცოდნაზე უკეთესი ცისქვეშეთში არაფერია. მას ვერც წაგართმევენ და ვერც მოგპარავენ“.
რომელი ნაწარმოებიდანაა? როგორ არის დახასიათებული ცოდნა?
ბარათი 2. „როცა მეცნიერი სამშვიდობოს გავიდა, თქვა:
თავის დროზე თურმე ყველა ხელობა კარგი ყოფილა“.
რომელი ნაწარმოებიდანაა? რას იტყვი
ამ ნაწარმოების მიხედვით ცოდნა-სწავლაზე?
ბარათი 3. თუ რამ სასიკეთო მომხდარა, მომხდარა მხოლოდ
სწავლით, შრომითა და სიყვარულითო“. რომელი
ნაწარმოებიდანაა? აქ როგორ არის დახასიათებული ცოდნა?
თითოეული ჯგუფი მსჯელობს მოცემული საკითხის ირგვლივ.
მასწავლებელი აჯამებს თითოეული ჯგუფის პასუხს
ი. ჭავჭავაძის სიტყვებით: „ ცოდნა ყველაფერია, ფულზედაც დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც
უფრო მეტად ჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია“.
ცოდნის კონსტრუირება / შინაარსის რეალიზება. (საფეხური
B).
აქტივობა 1. (აქტივობა 1. დიდაქტიკური თამაში „გაბმულხარ, ჩიტო მახეში.““ (10 წთ)
(ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებიან კითხვაში. კითხულობს პირველი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დაშვებულ შეცდომას ასწორებენ სხვა ჯგუფის წევრები და გრძელდება ასე მიმდევრობით)
აქტივობა 2. „კითხვებზე პასუხი“ (5 წთ)
(მოსწავლეები უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს გაკვეთილის ირგლივ. კითხვები მოიცავს როგორც დაბალი, ასევე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.)
აქტივობა 3. პროექტორით მოსწავლეებს ვაჩვენებ პრეზენტაციას „ცოდნა და მისი მნიშვნელობა“ (15 წუთი).
ვნახავთ სლაიდს:
ილია ჭავჭავაძე ცოდნის შესახებ, რომლის ნახვის შემდეგ მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ
და შეავსებენ ცხრილს: რა მსგავსება და რა
განსხვავებაა ადამიანის ცოდნასა და სინათლეს შორის.
როგორ და რატომ უნდა ვისწრაფოთ განათლებისკენ?
როგორ გესმით განათლების არსი და რატომ ხედავენ განათლებული
ადამიანების აუცილებლობას ქვეყნის გადარჩენის გზაზე?
გამთლიანება/ რეფლექსია. (საფეხური C)
მოსწავლეების შეფასება: (3 წუთი)
საშინაო დავალება. (5 წუთი).
მოვიძიოთ დამატებითი ინფორმაცია (სხვადასხვა საშუალებით, ლიტერატურისა და ინტერნეტის
გამოყენებით) ცოდნის მნიშვნელობაზე .
ვაჩვენებ სურათებს, მოსწავლეები ინდივიდუალურად აირჩევენ
ერთ-ერთს და მის მიხედვით დაწერენ თავისუფალ თემას.
|
დიფერენცირებული
სწავლება
|
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
არ მყავს
|
ქეთევან აკობიას ბლოგი
Monday, 23 July 2018
გაკვეთილის გეგმა - ილია ჭავჭავაძე "მზიანი დღე"
Subscribe to:
Comments (Atom)
გაკვეთილის გეგმა - ილია ჭავჭავაძე "მზიანი დღე"
მთავარი თემა ილია ჭავჭავაძე „ მზიანი დღე“ მნიშვნელობა / აქტუალობა მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაიგონ გა...
-
მთავარი თემა ილია ჭავჭავაძე „ მზიანი დღე“ მნიშვნელობა / აქტუალობა მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაიგონ გა...